რესტორნები და ბარები

გურმანებისთვის, „ბოდბეში“ სტუმრობა ნამდვილად სასიამოვნო თავგადასავალია. ჩვენი მზარეულები ადგილობრივი ინგრედიენტებით ქმნიან კერძებს, რომელთა მრავალფეროვნებაც ნებისმიერი გემოვნების სტუმარს მოხიბლავს. მყუდრო ინტერიერები, კავკასიონის ხედები და ტერასები – განსაკუთრებული ატმოსფერო ბოდბეში ვახშმობის მთავარი მახასიათებელია.

რესტორანი Aura

“აურა” სასტუმროს მთავარი გასტრონომიული სივრცეა, რომელიც ყველაზე ცოცხალ შეკრებებსა და დასამახსოვრებელ საღამოებს მასპინძლობს.

ყოველ დილით სწორედ “აურას” სივრცეში დაგხვდება ბოდბეს მადისაღმძვრელი და მრავალფეროვანი საუზმის: ახალგამომცხვარი ნამცხვრების, ცხელი თონის პურისა და ხაჭაპურის შვედური მაგიდა.
საღამოობით საუზმის მშვიდი სივრცე ხალხმრავალ, ქართულ ბისტროდ იქცევა. “აურა” ქართული კერძების ავთენტუსი გემოებისა და მასპინძლობის ტრადიციის აღმოსაჩენად იდეალური ადგილია.

რესტორანი Lagaza

განსაკუთრებულად მოეწონებათ გურმანებს, რომლებისთვისაც გასტრონომიაში ხორცის კერძებთან ღვინის სწორად შეხამება ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერი გემოვნებისთვის შერჩეული, მშრალად დავარგებული ხორცი Red Berta-ს ღუმელში, ნაკვერჩხალზე, ჩვენი მზარეულების ოსტატობით მზადდება. Lagaza ის სივრცეა, სადაც საინტერესო ნაცნობობა და დაუვიწყარი საღამოები კავკასიონის შთამბეჭდავი ხედების ფონზე იწყება.

ჩაის ბარი

სასტუმრო „ბოდბეს“ ქართული ჩაის კულტურასა და მემკვიდრეობას ეძღვნება და ადგილობრივი ჩაის მრავალფეროვან ნაზავებსა და უნიკალურ გემოს გთავაზობთ. სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა ჩაის დეგუსტაციაზე გასინჯონ უნიკალური სახეობები და საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი გემოები.

Snug Bar

მყუდრო სივრცე განტვირთვისა და ურთიერთობისთვის – ბუხართან დროის სასიამოვნოდ გასატარებლად, შეკრებილი მეგობრებისა თუ სასტუმროს სხვა სტუმრების გარემოცვაში გატარებულ თბილ საღამოებს “ბოდბეში” Snug Bar მასპინძლობს

ღვინის ბარი

ბუნებრივია, რომ კახეთის გულში, ღვინის სამშობლოში, “ბოდბის” ღვინის ბარში ქართული და საერთაშორისო ღვინოების მრავალფეროვანი კოლექციები დაგხვდებათ. აქვე ტარდება ღვინის დეგუსტაციებიც, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის გამორჩეული გემოების აღმოსაჩენად და დასაგემოვნებლად.

ღვინის მარანი

„ბოდბეს“ მარანში გატარებული დრო საუკეთესო გზაა ღვინის აღმოსაჩენად – სწორედ ამ გარემოში შეიგრძნობა ღვინო, როგორც ტრადიცია და ამ რეგიონისა და უძველესი სასმელის 8000 წლიანი თანაარსებობის ისტორია.

„ბოდბეს“ ტრადიციული მარანი ქართული და საერთაშორისო ღვინოების რჩეულ კოლექციებს აერთიანებს, რომელსაც თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალები გაგაცნობენ. აქაური დეგუსტაცია ღვინის მოყვარულებისთვის ერთდროულად სასიამოვნო და შემეცნებითია. 

პიცა ბარი

გარე აუზთან მდებარე პიცის ბარი იდეალური სივრცეა სწრაფი, გემრიელი და მსუბუქი ლანჩისთვის.

ტრადიციულ, იტალიურ ღუმელში მომზადებული ავთენტური პიცა აუზზე გატარებული დღის ყველაზე გემრიელი ნაწილია.

The Beating Heart

ბარი, რომელიც სიღნაღს ეძღვნება და სიყვარულს ზეიმობს. ცოცხალი და რომანტიკული გარემო საუკეთესო ფონია საავტორო და კლასიკური კოქტეილების დასაგემოვნებლად, რაც აქ გატარებულ ყოველ საღამოს განსაკუთრებულს ხდის.