Welcome to Bodbe Hotel
ჩვენ შესახებ
სასტუმრო ბოდბე ქართული მასპინძლობის თანამედროვე გადააზრებაა, რომელსაც საფუძვლად კახეთის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა უდევს. ადგილობრივი ტრადიციების შთაგონებითა და გათვალისწინებით, ბოდბე მომსახურების ახალ სტანდარტებს აწესებს და ზედმიწევნით მიყვება ამ სექტორში დამკვიდრებულ გლობალურ ტრენდებსა და მაღალ ხარისხს.
დაჯავშნეთ ოთახი
აირჩიეთ სასტუმროს კომფორტული ნომრებიდან სასურველი და დაისვენეთ ბოდბეში
სტანდარტული
სიმყუდროვე და ბუნებრივი მასალები ამ ნომერს დასვენებისთვის იდეალურ სივრცედ აქცევს. აივნიდან კავკასიონისა და კახეთის პეიზაჟების მშვიდი ხედები იშლება. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ბუნებასთან ახლოს, კომფორტულ გარემოში დაისვენოთ.
ორადგილიანი
ორსაწოლიანი ოთახი ინტერიერის თანამედროვე დეტალებისა და მყუდრო ატმოსფეროს ჰარმონიული ნაზავია. პანორამული ხედები და სამუშაო სივრცე მეგობართან ერთად სასიამოვნო დასვენებას მაქსიმალურად კომფორტულს გახდის.
ჯუნიორ სუიტი
მეტი სივრცე და კომფორტი მათთვის, ვინც დასვენებასთან ერთად მუშაობასაც გეგმავს. ნომერი დამოუკიდებელი მისაღები ოთახით, მოსასვენებელი კუთხითა და სამუშაო მაგიდით. აივნიდან ხედები კახეთის ბუნებაზე იშლება.
პრემიუმ სუიტი
დიდი და ელეგანტური ნომერი წყვილებისა თუ მცირე ჯგუფების განსაკუთრებულად კომფორტული დასვენებისთვის. დახვეწილი დიზაინი, ორმაგი ნიჟარით აღჭურვილი აბაზანა და პანორამული ხედები - აქაური გარემო და სივრცე განტვირთვას ახალ მნიშვნელობას ანიჭებს.
საპრეზიდენტო
ჩვენი ყველაზე დიდი და განსაკუთრებული ოთახი საკუთარი გამწვანებული ტერასით, მინი-სამზარეულოთი და უნიკალური დიზაინით.
რესტორნები & ბარები
გურმანებისთვის „ბოდბეში“ სტუმრობა ნამდვილად სასიამოვნო თავგადასავალია. ჩვენი მზარეულები ადგილობრივი ინგრედიენტებით ქმნიან კერძებს, რომელთა მრავალფეროვნებაც ნებისმიერი გემოვნების სტუმარს მოხიბლავს.
მყუდრო ინტერიერები, კავკასიონის ხედები და ტერასები – განსაკუთრებული ატმოსფერო სასტუმრო „ბოდბეში“ ვახშმობის მთავარი მახასიათებელია.
რესტორანი Aura
რესტორანი „აურა“ სასტუმროს მთავარი გასტრონომიული სივრცეა, სადაც დილა მრავალფეროვანი საუზმით იწყება. „აურა” არის ადგილი ყველაზე გემრიელი შეხვედრებისა და დაუვიწყარი საღამოებისთვის.
მარანი
„ბოდბეს“ მარანში დეგუსტაციები ეწყობა, რომელთა განმავლობაშიც ჩვენი მრავალფეროვანი კოლექციიდან დააგემოვნებთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო, რჩეულ ღვინოებს.
Snug bar
ბოდბეს ყველაზე მყუდრო კუთხე, სადაც ბუხართან ახლოს, თბილ გარემოში შეგიძლიათ დრო მშვიდად გაატაროთ. იდეალური სივრცეა მეგობრებთან საუბრისა და დღის სასიამოვნოდ დასასრულებლად.
Rooftop ტერასა
სასტუმროს სახურავზე მდებარე ტერასიდან სიღნაღისა და კავკასიონის ქედის თვალწარმტაცი პანორამული ხედი იშლება, რაც აქ გატარებულ წუთებს დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს.
ჩაის ბარი
ჩვენი ჩაის ბარი ინდუსტრიაში მომუშავე ქალების ენერგიას, შრომას და მათი მოყვანილი ჩაის მრავალფეროვან გემოებს ეძღვნება. აქ დააგემოვნებთ ქართული და მსოფლიო ჩაის უნიკალურ ნაზავებს, რომლებიც საყვარელი სასმელის ახალ არომატებს გაგაცნობთ.
The Beating Heart
ბარი სიღნაღს – სიყვარულის ქალაქს ეძღვნება. აქაური გარემო და გამორჩეული კოქტეილები ნებისმიერ საღამოს რომანტიკულ და ცოცხალ განწყობას მატებს.
სპა და ველნეს ცენტრი
„ბოდბეში“ ველნესი უბრალო პროცედურა არ არის – ის განახლების, ჰარმონიულობისა და ძალების აღდგენის ბუნებით ნაკარნახები მეთოდია. ჩვენი სპა და ველნეს სივრცეები სხეულის მოსავლელად, გონების დასასვენებლად და შინაგანი ბალანსის საპოვნელადაა შექმნილი. აქ ყველაფერი გარემოსთან კავშირს ეფუძნება, რაც საშუალებას გაძლევთ, სრულად შეიგრძნოთ იმ ბუნებრივი ელემენტების ენერგია, რომლებიც ბოდბის გარშემოა.
შეხვედრები & ღონისძიებები
უბადლო სერვისის, ჰარმონიული გარემოსა და ფუნქციური სივრცეების ერთობლიობა „ბოდბეში“ გამართულ ყველა შეხვედრას, ქორწილსა თუ კონფერენციას დაუვიწყარ ღონისძიებად აქცევს.