ბავშვებთან ერთად დასვენება
ბავშვებთან ერთად დასვენება
სასტუმრო „ბოდბეში“ პატარა სტუმრების მასპინძლობისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით. მათი ასაკისა და საჭიროებების გათვალისწინებით მოწყობილი სივრცე სავსეა მაღალი ხარისხის სათამაშოებით, რომლებიც პატარებში ინტერესსა და ხალისს აღვიძებს. სანამ ბავშვები ჩვენი გამოცდილი ძიძის მეთვალყურეობის ქვეშ გაერთობიან, მშობლებს შეუძლიათ მშვიდად დაისვენონ, რადგან მათი პატარა საიმედო ხელში, სპეციალურად მისთვის შექმნილ გარემოში რჩება.
უფრო მოზრდილი ბავშვებისთვის (და მათთვისაც, ვინც გულით ისევ ბავშვია) ბევრი საინტერესო გასართობი გვაქვს. სამაგიდო თამაშები, მაგიდის ფეხბურთი, ბილიარდი თუ წიგნებით სავსე ბიბლიოთეკა ნებისმიერი ასაკისა და ინტერესის მქონე ოჯახის წევრს დროს მყუდროდ და საინტერესოდ გაატარებინებს.
თუ ვიზიტისას ბავშვის საწოლი დაგჭირდებათ, გთხოვთ, წინასწარ შეგვატყობინოთ. ჩვენი გუნდი მას თქვენს მოსვლამდე მოამზადებს და ოთახში დაგახვედრებთ. აქვე გაითვალისწინეთ, რომ ბავშვის საწოლის განთავსება შესაძლებელია ყველა ტიპის ოთახში, გარდა ორადგილიანი ნომრისა. თქვენს სურვილებსა და მოთხოვნებს ყოველთვის სიამოვნებით გავითვალისწინებთ იმისთვის, რომ ოჯახთან ერთად გატარებული დღეები კიდევ უფრო სასიამოვნოდ დაგამახსოვროთ.