ჩვენ შესახებ

სასტუმრო ბოდბე ქართული მასპინძლობის თანამედროვე გადააზრებაა, რომელსაც საფუძვლად კახეთის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა უდევს. ადგილობრივი ტრადიციების შთაგონებითა და გათვალისწინებით, ბოდბე მომსახურების ახალ სტანდარტებს აწესებს და ზედმიწევნით მიყვება ამ სექტორში დამკვიდრებულ გლობალურ ტრენდებსა და მაღალ ხარისხს.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ბოდბე“ კახეთის გულში, ღვინის ისტორიულ სამშობლოში მდებარეობს. აქ ბუნების წიაღიდან მოსული სიმშვიდე და თანამედროვე კომფორტი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს.
წარსულში პოპულარულმა, საბჭოთა ტურისტულმა ბაზამ ახალი სიცოცხლე შეიძინა და იქცა სასტუმროდ, სადაც თანამედროვე დიზაინის ელეგანტურობა და კახეთის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა ჰარმონიულადაა დაბალანსებული.
სასტუმორში სულ 132 ოთახია, რომლებშიც შეგიძლიათ პანორამული ხედების ფონზე განამრტოვდეთ და უმაღლესი ხარისხის სერვისით ისიამოვნოთ.

ბოდბეში დაგხვდებათ:

  • 24 საათიანი მომსახურება
  • 24 საათიანი მიმღები
  • უფასო პარკინგი
  • ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი
  • კონდიცირებული ოთახები
  • ჩაისა და ყავის კუთხე
  • სეიფი
  • უფასო Wi-Fi
  • გარემო, სადაც არ ეწევიან
  • ლიფტი ყველა სართულზე
  • სამრეცხაო მომსახურება
  • ბუხრები
  • მრავალფეროვანი ბარები და რესტორნები
  • ღია ტერასები
  • სპა და ველნესი
  • ღია და დახურული აუზები
  • იოგას გაკვეთილები
  • საბავშვო ოთახი