ცხოველების განთავსება

სასტუმრო „ბოდბეში“ კარგად გვესმის, რომ ხშირად, დასვენება საყვარელი ოთხფეხა მეგობრის გარეშე წარმოუდგენელია. ასეთ დროს, გაითვალისწინეთ, რომ სასტუმროში მხოლოდ მცირე ზომის ძაღლები დაიშვებიან, რომელთა წონა 5 კილოგრამს არ აღემატება. სხვა შინაურ ცხოველებს, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ ვუმასპინძლებთ.

 

ოთხფეხა სტუმრების განთავსება დამატებით საფასურს ითვალისწინებს. იმისთვის, რომ თქვენი და ჩვენი სხვა სტუმრების დასვენება მაქსიმალურად მშვიდი და სასიამოვნო იყოს, გთხოვთ, წინასწარ შეგვატყობინოთ, თუ მოგზაურობას ძაღლთან ერთად გეგმავთ. ეს დაგვეხმარება „ბოდბეში“ ყველასთვის კომფორტული გარემო შევინარჩუნოთ.