საკვები & სასმელი
ბარ-რესტორანი
Aura რესტორანში დილა იწყება უგემრიელესი საუზმით. ეს არის სასტუმროს მთავარი
რესტორანი – ადგილი, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი საღამოები იმართება.
დილით თქვენ დაგხვდებათ გემრიელი და ლამაზად გაფორმებული საუზმის ბუფეტი, რომელშიც კერძების მრავალფეროვნება გაგაოცებთ. შეგიძლიათ დააგემოვნოთ ახალი ნამცხვრები, თბილი პური პირდაპირ თონიდან და უგემრიელესი ხაჭაპური.
საღამოს Aura რესტორანი არის უფრო ხალხმრავალი, სადაც შეგიძლიათ დრო ხალისიანად გაატაროთ და ნებისმიერი ქართული კერძი დააგემოვნოთ.
Lagaza რესტორანი
სივრცე, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ხორცის უგემრიელესი კერძები და შესანიშნავი ღვინოები. Lagaza იდეალური ადგილია პაემნებისთვის, სადაც ძვირფას ადამიანთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ, ახალ ნაცნობებს გაიჩენთ და დატკბებით უნიკალური ხედით, რომელიც მხოლოდ ამ რესტორნიდან იშლება.
ჩაის ლაუნჯი
სასტუმრო ბოდბეს ჩაის ლაუნჯი წარმოადგენს ქართულ ბრენდს, რომელიც გთავაზობთ გემოების უნიკალურ ნაზავებს.
სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ექსკლუზიური ჩაი. ასევე, თქვენ აქ შეიგრძნობთ ქართული ჩაის მდიდარ მემკვიდრეობას და გემოს.
თუ ჩაის მოყვარული ხართ ან უბრალოდ განტვირთვა გსურთ, ჩვენი ლაუნჯი გთავაზობთ უნიკალურ გამოცდილებას.
Snug Bar
Snug Bar სოციალიზაციისა და განტვირთვისთვის იდეალური ადგილია. შეიკრიბეთ მეგობრებთან ან სხვა სტუმრებთან ერთად ბუხრის ირგვლივ და გაატარეთ სასიამოვნო დრო.
აქ შეგიძლიათ გაერთოთ, ისაუბროთ და დააგემონოთ სხვადასხვა სასმელები. ჩვენი ბარი გთავაზობთ არაჩვეულებრივ კოქტეილებს, რომლებიც თქვენს საღამოს დაუვიწყარსა და განსაკუთრებულს გახდის. ჩვენი მეგობრული და ყურადღებიანი პერსონალი კი იზრუნებს, რომ დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.
ღვინის ბარი
აღმოაჩინეთ ქართული და საერთაშორისო ღვინის მრავალფეროვანი კოლექცია ერთ სივრცეში. დააგემოვნოთ ღვინო მყუდრო გარემოში საყვარელ ადამიანებთან ერთად და შეიგრძენით გამორჩეული არომატები.
ჩვენი ღვინის ბარი გიმასპინძლებთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შერჩეული, უმაღლესი ხარისხის ღვინოებით, რომლებიც ღვინის მოყვარულთათვის დაუვიწყარ გამოცდილებას ქმნიან.
Wine Cellar
Discover the unique offerings of our Wine Cellar, which showcases local wines from our very own vineyards.
Experience the authentic taste of Kakheti’s wine making tradition in a charming setting.
We also offer wine tastings, where you can sample a variety of exquisite wines and learn about the history behind each bottle.
Our knowledgeable staff will guide you through the traditional winemaking techniques unique to Georgia, providing a deeper understanding and appreciation of the region’s wine culture.
Rooftop Terrace
Enjoy breathtaking 360-degree views from our Rooftop Terrace, overlooking Sighnaghi and the majestic Caucasus Mountains.
This stunning vantage point is perfect for taking in the beauty of the region.
The Rooftop Terrace exemplifies our concept of using nature’s forces to awaken your five senses, with the fresh mountain air providing a refreshing and revitalizing experience.
The Beating Heart (Bar)
The Beating Heart სიყვარულის ქალაქის, სინაღის ინსპირაციით შეიქმნა.
ჩვენი ბარმენები დაგახვედრებენ როგორც კლასიკურ, ისე ექსკლუზიურად შექმნილ კოქტეილებს. ამ ბარში სტუმრობა ხმაურიანი, მაგრამ სახალისო გამოცდილება იქნება, და აუცილებლად მოგინდებათ დაბრუნება!
სტუმრებს აქ ელით ხელოვნების დონეზე შექმნილი კოქტეილები, ენერგიული და რომანტიკული გარემო, რომელიც თითოეულ საღამოს განსაკუთრებულად აქცევს.