ოთახები

აღმოაჩინეთ სასტუმრო „ბოდბეს“ ნომრები – სივრცეები, სადაც აქაური ბუნების ხასიათი და თანამედროვე კომფორტი ჰარმონიულ დიზაინში ერთიანდება.

როგორ დასვენებასაც არ უნდა გეგმავდეთ: მარტო, პარტნიორთან თუ მეგობრებთან ერთად, აქ ზუსტად თქვენს სურვილებსა და საჭიროებებზე  მორგებულ გარემოში გიმასპინძლებთ. კავკასიონის პეიზაჟში ჩაფლული მყუდრო სტანდარტული ოთახებიდან დაწყებული, ექსკლუზიური საპრეზიდენტო ოთახით დასრულებული – აქ თითოეული ნომერი  ნამდვილი დასვენებისთვისაა შექმნილი.

სტანდარტული

Rustic Retreat / Sunset Retreat
ბოდბის სტანდარტული ოთახი იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც მარტო მოგზაურობს. ოთახის დიზაინის მთავარი მახასიათებელი ეკოლოგიურად სუფთა მასალები და ბუნებრივი ხის ელემენტებია. სტანდარტული ნომრის აივნიდან კავკასიონის ქედის ან კახეთის ბუნების ულამაზესი ხედები იშლება. სტანდარტულ ნომერში მყუდროდ განტვირთვისთვის დაგხვდებათ საძინებელი, სამუშაო კუთხე და აბაზანა .

27 m²

2

ორადგილიანი

Alpine Twin / Grassy Twin
ორადგილიანი ოთახი, ორი განცალკევებული საწოლით, საუკეთესო არჩევანია მეგობართან ერთად მოგზაურობისას. მის დიზაინში გამოყენებული ვერნაკულარული სტილისა და თანამედროვე დეტალების ნაზავი მოსასვენებლად მყუდრო ატმოსფეროს ქმნის. ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილ სააბაზანო ოთახთან ერთად, ამ ნომერში დაგხვდებათ აივანი, სამუშაო და მოსასვენებელი კუთხეები.

30 m²

2

ჯუნიორ სუიტი

Summit Suite / Garden Suite
სტანდარტულ ოთახთან შედარებით, ჯუნიორ სუიტში მეტი ადგილია მუშაობისთვის, რაც მას იდეალურს ხდის საქმიანი ვიზიტებისა და ხანგრძლივი დასვენებისთვის. ნომერში დაგხვდებათ რბილი დივანი, სამუშაო მაგიდა სასადილო და მისაღები სივრცეები. კომფორტი და აივნიდან გადაშლილი კახეთის ბუნება იდეალურია მუშაობისა და განტვირთვის დასაბალანსებლად.

55 m²

2

პრემიუმ სუიტი

Peak Retreat / Countryside Comfort
პრემიუმ სუიტი შექმნილია იმ წყვილებისა და მცირე ჯგუფებისთვის, რომლებიც დასვენებისას განსაკუთრებულ გამოცდილებას ეძებენ. ნომერს აქვს ფართო მისაღები ზონა და აივანი შთამბეჭდავი ხედებით. ორ ნიჟარიანი აბაზანა, დიზაინში გამოყენებული ბუნებრივი მასალები და თანამედროვე აღჭურვილობა, პრემიუმ სუიტში დასვენებისას შეუცვლელ კომფორტს შეგიქმნით.

61 m²

3

საპრეზიდენტო ნომერი

Caucasus Crown
ბოდბეს ყველაზე დიდი და კომფორტული ოთახის ნათელი ინტერიერის გარემო თანამედროვე ავეჯით, ტყავისა და ქსოვილის დეტალებით, ქართული თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრებით იქმნება. ბოდბის საუკეთესო ნომერში დახვეწილი მინი-სამზარეულო, მისაღები ოთახი, ელეგანტური საძინებელი და დამატებითი ოთახი (სუიტი) დაგხვდებათ. მეტი სიმყუდროვისთვის, საძინებლიდანაა გასასვლელი საპრეზიდენტო ოთახის ღია ტერასაზეც, სადაც კომფორტული სავარძლები და გამწვანებული გარემო ინტერიერის ელეგანტურობას ბუნებაში აგრძელებს. ეს სივრცე შექმნილია მათთვის, ვისთვისაც დასვენებისას უმაღლესი ხარისხის მომსახურება, კონფიდენციალურობა და განსაკუთრებული გარემო პრიორიტეტებია.

250 m²

4