შეხვედრები& ივენთები
კონფერენციები და საქმიანი ღონისძიებები
სასტუმრო ბოდბეს დიდი დარბაზი 350 კვ.მ-ზე მეტ ფართობს მოიცავს, 300-ზე მეტ სტუმარს იტევს და იდეალურია როგორც გრანდიოზული ღონისძიებებისთვის, ასევე კონფერენციებისთვის.
უფრო ინტიმური შეხვედრებისთვის, სივრცე შესაძლებელია სამ დამოუკიდებელ საკონფერენციო დარბაზად დაიყოს, თითოეული მათგანი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.
ელეგანტური გარემო და კავკასიონის მთების თვალწარმტაცი ხედები ჩვენს სტუმრებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს.
ქორწილები და სხვა ღონისძიებები
სასტუმრო ბოდბე არის იდეალური ადგილი ქორწილებისა და სხვადასხვა დღესასწაულების აღსანიშნავად. ელეგანტურ და დახვეწილ გარემოში, თქვენ შეგიძლიათ იზეიმოთ განსაკუთრებული დღე მთელი გულით და სიხარულით.
სასტუმრო გთავაზობთ შესაფერის სივრცეს, როგორც ინტიმური ცერემონიებისთვის, ასევე გრანდიოზული დღესასწაულებისთვის. ჩვენი პროფესიონალი გუნდი ზრუნავს თითოეულ დეტალზე, რათა თქვენი ღონისძიება იყოს დაუვიწყარი.
სასტუმროდან იშლება შთამბეჭდავი ხედები სიღნაღზე და ალაზნის ველზე, რაც თქვენს ღონისძიებას კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის.