სპა & ველნესი

„ბოდბეში“ ველნესი კახეთის ბუნებით შთაგონებული, ძალების აღდგენის, ჰარმონიისა და სხეულის განახლების გზაა. ჩვენი გამორჩეული სპა და ველნეს სივრცეები გაჯანსაღებაზე, გონების დამშვიდებაზე, განტვირთვასა და ბუნებასთან დაკავშირებაზეა გათვლილი..

აქ დაგხვდებათ: ღია და დახურული აუზები, საპროცედურო და დასასვენებელი ოთახები, ჰამამი, საუნა, ორთქლის ოთახი და ფიტნეს დარბაზი.

დახურული აუზი

“ბოდბეს” დახურული და ღია აუზები მთელი წლის განმავლობაში გთავაზობთ სივრცეს განტვირთვისა და მშვიდად ცურვისთვის.

დახურული აუზი გაძლევთ საშუალებას ამინდის მიუხედავად, კახეთის მწვანე ხედების ფონზე, თბილ წყალში განიტვირთოთ.

ღია აუზი

ღია აუზი სასტუმროს განსაკუთრებული ნაწილია, რომელიც მთელ ველზე გადაშლილი ხედებით ბუნებაში სრულად ჩაძირვის შეგრძნებას შეგიქმნით. კომფორტი, “ბოდბეს” ცნობილი, ფერადი ქოლგები და აუზთან განთავსებული მოსასვენებელი სივრცეები აქ დასვენებას დაუვიწყარს ხდის.

Nature-inspired Spa Treatments

სპა

სასტუმრო „ბოდბეს“ სპა სივრცე იდეალური თავშესაფარია ძალების აღდგენისა და განტვირთვისთვის.

მასაჟის ოთხ სხვადასხვა ოთახში გთავაზობთ მრავალფეროვან პროცედურებს, რომლებიც თქვენი სხეულისა და გონების განსატვირთადაა შექმნილი. თურქული აბანო, ფინური საუნა თუ ორთქლის ოთახი – ყველა სივრცე სტუმრის ფიზიკური და მენტალური კეთილდღეობისთვისაა მოწყობილი.

RESERVE

Best place for leisure

სავარჯიშო დარბაზი

სასტუმრო „ბოდბეს“ სავარჯიშო დარბაზი ფიზიკური ტონუსისა და შინაგანი ბალანსის შესანარჩუნებლად შექმნილი სივრცეა.

აქტიური ვარჯიში გსურთ თუ დამღლელი დღის შემდეგ ძალების აღდგენა, აქ სრულფასოვანი განტვირთვისთვის იდეალური გარემო დაგხვდებათ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და დაიმუხტეთ ახალი ენერგიით ბუნების ულამაზესი პეიზაჟების ფონზე.