ღონისძიებები

სასტუმრო „ბოდბეს“ ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სივრცეები მოიცავს დიდ საზეიმო დარბაზსა (Ballroom) და შეხვედრების ოთახს. ფონად კავკასიონის თვალწარმტაცი ხედებით, საზეიმო დარბაზი არის მრავალმხრივი და ელეგანტური სივრცე, რომელიც იდეალურია კორპორატიული საღამოების, ბიზნეს შეხვედრების, სადღესასწაულო ღონისძიებებისა და ქორწილების მასპინძლობისთვის. მასშტაბური დღესასწაულებისთვის და კონფერენციებისთვის გათვლილი დარბაზის გაშლილი სივრცე შესაძლებელია სამ ცალკეულ ოთახადაც დაიყოს, უფრო მყუდრო და მოკრძალებული შეკრებებისთვის.

კონფერენციები და ბიზნესშეხვედრები

სასტუმრო „ბოდბეს“ საზეიმო დარბაზის ფართობი 350 კვ.მ-ია და 300 სტუმარს მასპინძლობს.


პატარა შეკრებებისთვისა და ღონისძიენებისთვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად, დარბაზის გაყოფა სამ ნაწილადაა შესაძლებელი – თითოეული მათგანი ღონისძიების წარმატებით ჩასატარებლად საჭირო ყველა პირობითაა აღჭურვილი.
კავკასიონის თვალწარმტაც ხედებთან შერწყმული დახვეწილი გარემო და უზადო სერვისი, სტუმრებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.

ქორწილები და სხვა დღესასწაულები

ქორწილის მასპინძლობას ბოდბეში დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და ვცდილობთ სივრცეში სიყვარულის ქალაქის – სიღნაღის ხასიათი გავაცოცხლოთ.


ფონად კავკასიონის ხედებით, ისტორიული გარემოთი და თანამედროვე დიზაინით, „ბოდბე“იდეალური გარემოა თქვენი განსაკუთრებული დღისთვის, როგორიც არ უნდა იყოს ის – მყუდრო და მოკრძალებული, თუ დიდი დღესასწაული.