Welcome to Bodbe Hotel

ჩვენს შესახებ
სასტუმრო ბოდბე არის ქართული სტუმართმოყვარეობის გამორჩეული პროექტი, სადაც ტრადიციული გარემო თანამედროვე კომფორტს ჰარმონიულად ერწყმის. ჩვენი სასტუმრო სიღნაღში კახეთის მდიდარი კულტურით შთაგონებული სივრცეა, რომელიც სტუმრებს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს.

გვესტუმრეთ

დაჯავშნეთ თქვენი ვიზიტი სიღნაღის გამორჩეულ სასტუმროში, გაატარეთ დაუვიწყარი დრო და შეიგრძენით ბალანსი კულტურულ მემკვიდრეობასა და თანამედროვე კომფორტს შორის. ამასთან, ისიამოვნეთ მშვიდი და მყუდრო გარემოთი, თვალწარმტაცი ხედებით სიღნაღზე, კავკასიონის მთებსა და ალაზნის ველზე.
კერძები და სასმელები
გურმანებისთვის სასტუმრო ბოდბეს კერძებისა და სასმელების მენიუ არის შეგრძნებების ნამდვილი ზეიმი. ჩვენი გამოცდილი შეფ-მზარეულები მუდმივად ქმნიან კულინარიულ შედევრებს. ადგილობრივი პროდუქტების გამოყენებით, მათი მომზადებული ყოველი კერძი უნიკალური და ავთენტურია. დაიწყეთ თქვენი დღე გემრიელი საუზმით ჩვენს რესტორანში ან ტერასაზე! ორივე მათგანიდან იშლება განსაცვიფრებელი ხედები. ჩვენი სასტუმრო სიღნაღში გამორჩეულია, როგორც კერძების მრავალფეროვნებით, ასევე უნიკალური გარემოთი.

რესტორანი Aura

Aura სასტუმროს მთავარი რესტორანია. აქ შეგიძლიათ მიირთვათ საუზმე, სადილი და ვახშამი. ასევე, შეგიძლიათ გამართოთ სასიამოვნო შეხვედრები და დატკბეთ დაუვიწყარი საღამოებით!

ღვინის ბარი

არ ქვს მნიშვნელობა, ქართული ტრადიციული ღვინის მოყვარული ხართ, თუ უცხოური სასმელების, სასტუმრო ბოდბეს ღვინის ბარში დაგხვდებათ ძალიან დიდი არჩევანი. სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ როგორც კლასიკური, ასევე იშვიათი ღვინოები!

Snug bar

თუ გსურთ განტვირთვა, მეგობრებთან ან სხვა სტუმრებთან სოციალური აქტივობა, პარტნიორთან ერთად ბუხრის წინ ღვინის მირთმევა, ამისათვის Snug Bar იდეალური ადგილია. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი კოქტეილები და სხვა სასმელები.

Rooftop ტერასა

Rooftop ტერასაზე სუფთა ჰაერი განსაკუთრებით იგრძნობა. სტუმრებს შეუძლიათ დატკბნენ სიღნაღისა და ალაზნის ველის 360 გრადუსიანი ხედებით. მოიმარჯვეთ თქვენი საყვარელი სასმელი და ისიამოვნეთ თვალწარმტაცი პეიზაჟებით.

ჩაის ლაუნჯი

სასტუმრო ბოდბეს ჩაის ლაუნჯი წარმოადგენს ქართულ ბრენდს, რომელიც გთავაზობთ გემოების უნიკალურ ნაზავებს.

The Beating Heart

The Beating Heart არის რომანტიკული სივრცე, რომელიც შექმნილია სიღნაღის, სიყვარულის ქალაქის ინსპირაციით. იგი ჩვენი სტუმრების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია. დააგემოვნეთ ექსკლუზიური კოქტეილები სასიამოვნო გარემოში თქვენს პარტნიორთან ერთად!

სპა და ველნეს ცენტრი

დასვენება და განტვირთვა ყველას სჭირდება. ამისათვის საუკეთესო ადგილი სასტუმრო ბოდბეს სპა და ველნეს ცენტრია! ჩვენი ექსკლუზიური სპა და ველნეს მომსახურება შექმნილია იმისათვის, რომ სულიერად და ფიზიკურად განიტვირთოთ და გაჯანსაღდეთ. ეწვიეთ გამორჩეულ სასტუმროს სიღნაღში, სადაც დაგვხდებათ ფინური და ორთქლის საუნები, მასაჟის ოთახები, შიდა და გარე აუზი და სავარჯიშო დარბაზი.

შეხვედრები & ივენთები

სასტუმრო ბოდბე არის შესანიშნავი ადგილი დიდი ღონისძიებების, ბიზნეს შეხვედრების, წვეულებებისა და ქორწილების ორგანიზებისთვის. აქ შექმნილია იდეალური გარემო, რათა თქვენი ღონისძიება დაუვიწყარ შთაბეჭდილებად იქცეს.