გარემოზე ზრუნვა
სასტუმრო „ბოდბეში“ მდგრადი განვითარება და გარემოზე ზრუნვა მნიშვნელოვანი ღირებულებებია. ჩვენი მიზანია ბუნების დაცვა და ისეთი მიდგომების დანერგვა, რომლებიც მომავალი თაობებისთვის უკეთეს გარემოს უზრუნველყოფს. აი, როგორ ვაქსოვთ ეკომეგობრულ ინიციატივებს ჩვენს ყოველდღიურობაში:
- ენერგოეფექტურობა: ენერგიის დაზოგვისკენ ჩვენი სწრაფვა ჭკვიანი განათების სისტემებით იწყება. ვიყენებთ ე.წ. “ავტო-დიმერის” ტექნოლოგიას, რომელიც სინათლის ინტენსივობას ოთახში შემომავალი ბუნებრივი შუქის მიხედვით თავად არეგულირებს, რათა ზუსტად იმდენი ენერგია მოვიხმაროთ, რამდენიც საჭიროა. დამატებით, დამონტაჟებული გვაქვს ენერგოეფექტური მაცივრები და სამრეცხაო სისტემები. თავად შენობაც ოპტიმალური ენერგოეფექტურობისთვისაა დაპროექტებული – სპეციალური იზოლაციის მქონე ფანჯრები მინიმუმამდე ამცირებს სითბოს დანაკარგს, ზოგავს ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირს, რაც თქვენს დასვენებას კიდევ უფრო ეკომეგობრულს ხდის.
- წყლის რესურსის დაზოგვა: მდგრადობის სტანდარტების შესაბამისად, წყლის ფუჭი ხარჯვის თავიდან ასაცილებლად, სასტუმრო აღჭურვილია წყლის დამზოგავი (Low-flow) უნიტაზებით. ჩვენს ღია აუზსაც აქვს სპეციალური ფილტრაციის სისტემა, რომელიც სისუფთავის უმაღლესი სტანდარტების შენარჩუნების პარალელურად, ნაკლებ წყალს მოიხმარს. აგრეთვე, სტუმრებს ვთავაზობთ ჩაერთონ პირსახოცებისა და თეთრეულის მრავალჯერადი გამოყენების პროგრამაშიც, რაც ვიზიტის განმავლობაში წყლისა და ენერგიის დაზოგვას უწყობს ხელს.
- ხშირად მოხმარებადი საგნები: „ბოდბეში“ მტკიცედ გვჯერა ერთჯერადი პლასტმასის მოხმარების შემცირების აუცილებლობის. ნარჩენების მაქსიმალურად შემცირების მიზნით, სტუმრებს აბაზანის პროდუქტებს, მათ შორის შამპუნებსა და საპნებს მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვვით ვთავაზობთ. კბილის ჯაგრისები და სხვა აქსესუარები გადამუშავებადია, ხოლო სასმელი წყლისთვის მხოლოდ მინის ბოთლებს ვიყენებთ. ეკოლოგიური გადაწყვეტილება იყო ოთახებისთის მრავალჯერადი გასაღებების გამოყენებაც.
- განახლებადი ენერგია და ტრანსპორტირება: ბოდბეში კარგად გვესმის, თუ რა მნიშვნელოვანია გარემოსთვის ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირება. ეკომეგობრული ავტომობილების გამოყენების წასახალისებლად, ტერიტორიაზე განვათავსეთ ელექტრომობილების დამტენი წერტილები.გამონაბოლქვის შემცირებას ხელს უწყობს ჩვენი შატლი ავტობუსის სერვისიც – რომელიც სტუმრებისთვის მსუბუქი ავტომობილების გამოყენების საჭიროებას ამცირებს.
- ნარჩენების მართვა და გადამუშავება: სასტუმრო „ბოდბეში“ ნარჩენების სწორად მართვისთვის არაერთი ზომაა მიღებული – მათ შორის, შემუშავებულია სამზარეულოში გამოყენებული ზეთის შეგროვებისა და ხელახალი გამოყენების სპეციალური პროგრამაც. ასევე, აქტიურად მოვუწოდებთ სტუმრებს ნარჩენები დაახარისხონ, და ქაღალდი, მინა და სხვა გადამუშავებადი მასალები შესაბამისად მოვაგროვოთ.
- ადგილობრივი და სეზონური პროდუქტები: ეკოლოგია გათვალისწინებულია იმ კერძებშიც კი, რომლებსაც გთავაზობთ. მენიუში წარმოდგენილია სეზონური, რეგიონისთვის მახასიათებელი ინგრედიენტები, რაც გვეხმარება მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ ფერმერებს და შევამციროთ შორ მანძილზე საკვების ტრანსპორტირებით გამოწვეული ზიანი. ასე, სტუმრებს ჯანსაღ, ახალ კერძებს ვთავაზობთ, პარალელურად კი ადგილობრივ თემს ვაძლიერებთ და გამონაბოლქვს ვამცირებთ.
- უნივერსალური დიზაინი და ინკლუზიურობა: ჩვენთან ინკლუზიურობა კონცეფციის ნაწილია. ოთახებისა და საერთო სივრცეების დიზაინიდან დაწყებული, კადრების შერჩევის პროცესით დამთავრებული, ინკლუზიურობა ის ღირებულებაა, რომელიც ბოდბესთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შენობა სრულად ადაპტირებულია, იმისთვის, რომ ნებისმიერი საჭიროების მქონე სტუმარმა თავი კომფორტულად იგრძნოს. ვამაყობთ ჩვენი მრავალფეროვანი გუნდით და გვიყვარს მისი თითოეული წევრი.
- Pet-Friendly გარემო: გვესმის, რომ ბევრი ოჯახისთვის შინაური ცხოველის გარეშე დასასვენებლად წასვლა წარმოუდგენელია. ამიტომ, ცხოველების მიმართ მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს და სიამოვნებით ვმასპინძლობთ სტუმრებს ოთხფეხა მეგობრებთან ერთად. ასე ვქმნით ინკლუზიურ გარემოს მათთვის, ვინც ცხოველებთან ერთად მოგზაურობს.
ამ ინიციატივებით, სასტუმრო „ბოდბეს“ მიზანია თითოეულ სტუმარს შესთავაზოს მდიდრული და, ამავდროულად, გარემოსადმი პასუხისმგებლიანი გამოცდილება. ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიებით, ადგილობრივი პროდუქტებითა თუ ეკომეგობრული დეტალებით, ჩვენ მზად ვართ შევამციროთ პლანეტაზე უარყოფითი ზემოქმედება და დაუვიწყარი დასვენება გაჩუქოთ. შემოგვიერთდით დედამიწის დაცვის მისიაში და გამოსცადეთ ნამდვილად მდგრადი დასვენება სასტუმრო „ბოდბეში“.
Eco Friendly
Eco Friendly
Eco Friendly
To achieve our eco-friendly goals, Bodbe Hotel implements a range of sustainable practices. We emphasize the reuse of paper and utilize recycled and eco-friendly paper products throughout our operations. Additionally, we repurpose waste materials to create useful amenities, reducing the amount of rubbish that ends up in landfills. Our commitment to natural well-being extends to the products we offer, as we use natural ingredients in our hand creams, hair shampoos, body lotions, and washes. We also prioritize sustainable packaging, opting for glass, eco-plastic, and aluminum to minimize environmental impact. These actions reflect our dedication to maintaining an eco-friendly hotel environment and demonstrate our commitment to sustainability in every aspect of our operations.