ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ბოდბე“ კახეთის გულში, ღვინის ისტორიულ სამშობლოში მდებარეობს. აქ ბუნების წიაღიდან მოსული სიმშვიდე და თანამედროვე კომფორტი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს.
წარსულში პოპულარულმა, საბჭოთა ტურისტულმა ბაზამ ახალი სიცოცხლე შეიძინა და იქცა სასტუმროდ, სადაც თანამედროვე დიზაინის ელეგანტურობა და კახეთის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა ჰარმონიულადაა დაბალანსებული.
სასტუმორში სულ 132 ოთახია, რომლებშიც შეგიძლიათ პანორამული ხედების ფონზე განმარტოვდეთ და უმაღლესი ხარისხის სერვისით ისიამოვნოთ.