ოთახები
Standard Room
Experience rustic elegance in our Standard Room, perfect for solo travelers.
Featuring eco-friendly materials and natural wood accents, the room offers serene views from your private balcony, whether overlooking the majestic Caucasus Mountains or the lush Kakheti landscape.
Enjoy a cozy sleeping area, a workspace, a seating area, and a modern bathroom, providing the perfect retreat for relaxation and renewal.
სტანდარტული ორადგილიანი ნომერი
ჩვენი ორადგილიანი ნომერი იდეალურია მათთვის, ვინც მოგზაურობს მეგობართან ერთად და სურს შეიგრძნოს კომფორტი უჩვეულო გარემოში.
ოთახი აღჭურვილია ორი მყუდრო საწოლით, ეკომეგობრული მასალებითა და ბუნებრივი ხის დეტალებით, რაც ინტერიერს განსაკუთრებულად თბილ გარემოს ანიჭებს.
ისიამოვნეთ უნიკალური ხედებით თქვენი აივნიდან – იქნება ეს დიდებული კავკასიონის მთები თუ თვალწარმტაცი კახეთის პეიზაჟი.
ნომერში ასევე დაგხვდებათ სამუშაო სივრცე, მყუდრო მოსასვენებელი ადგილი და აბაზანა, რომელიც სრულად აღჭურვილია თქვენი კომფორტული დასვენებისთვის.
ჯუნიორ სუიტი
ჩვენი ჯუნიორ სუიტი მეტია, ვიდრე უბრალოდ ოთახი – ეს არის კომფორტული სივრცე, სადაც თითოეული დეტალი გათვალისწინებულია თქვენი მყუდრო დასვენებისთვის.
ჯუნიორ სუიტში სტანდარტულ ნომრებზე უფრო მეტი სივრცეა. იგი იდეალურია როგორც საქმიანი ვიზიტებისთვის, ასევე ხანგრძლივი დასვენებისთვის.
ჯუნიორ სუიტში დაგხვდებათ დივანი, უფრო დიდი სამუშაო სივრცე და სასადილო კუთხე. თქვენი პირადი აივნიდან შეგიძლიათ დატკბეთ საოცარი ხედებით – იქნება ეს დიდებული კავკასიონის მთები თუ კახეთის მშვენიერი პეიზაჟი.
ცალკე გამოყოფილი მისაღები ოთახი, ბუნებასთან ჰარმონიულად შერწყმული ინტერიერი და თანამედროვე აბაზანა, შეგიქმნით სრულ კომფორტსა და სიმყუდროვეს.
პრემიუმ სუიტი
ჩვენი პრემიუმ სუიტი იდეალური არჩევანია როგორც ოჯახთან ერთად მოგზაურობისთვის, ისე წყვილებისთვის.
თუ გსურთ უფრო დიდი და კომფორტული ნომერი, ვიდრე სტანდარტული სუიტია, ეს ოთახი შესანიშნავი არჩევანია.
პრემიუმ სუიტი მოიცავს მყუდრო დასასვენებელ სივრცეს და პირად აივანს, საიდანაც იშლება თვალწარმტაცი ხედი კავკასიონის მთებზე და ალაზნის ველზე.
სააბაზანო აღჭურვილია ორი ნიჟარით, რაც დამატებით კომფორტს უზრუნველყოფს. დახვეწილი ინტერიერი და ეკომეგობრული მასალები ქმნის მშვიდ და კომფორტულ გარემოს სრულფასოვანი განტვირთვისთვის.
საპრეზიდენტო ნომერი
მოხარული ვართ გიმასპინძლოთ ჩვენს ყველაზე დიდ და ძვირფას საცხოვრებელ სივრცეში – პენტჰაუსში.
ეს ულტრათანამედროვე ნომერი გთავაზობთ ყველაფერს, რაც დაუვიწყარი დასვენებისთვის გჭირდებათ. თანამედროვე კლასიკური ავეჯით, წიგნებისა და ხელოვნების ნიმუშების დასაწყობად შექმნილი ჩაშენებული თაროებით, თბილი, და ნათელი ინტერიერით – პენტჰაუსი განსაკუთრებით ელეგანტური და კომფორტული სივრცეა.
ნომერში შედის პატარა სამზარეულო, ნათელი მისაღები და მთავარი საძინებელი, რომელსაც აქვს პირდაპირი გასასვლელი ღია ტერასაზე. აბაზანა მშვიდი დასვენებისთვის იდეალური ადგილია, სადაც არის ფართო საშხაპე და ორმაგი ნიჟარა.
ღია ტერასა კომფორტული ავეჯით საუკეთესო მოსასვენებელი სივრცეა, რომელიც დახვეწილ ინტერიერს ჰარმონიულად ერწყმის.
პენტჰაუსი შექმნილია იმისთვის, რომ უზრუნველყოს მყუდრო და კომფორტული გარემო, რაც თქვენს სტუმრობას მაქსიმალურად სასიამოვნოს გახდის.